აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გაგრძელებას ხაზი გაუსვა.
„ახლა უკვე ნათელია, რომ პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისთვის კატასტროფად იქცა. უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და მონდომების წყალობით და აშშ-ის მხარდაჭერით, რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია“, – ნათქვამია განცხადებაში.