ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში. შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.