კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონად იქცა

მესამე დღეა, კალიფორნიას მასშტაბური ხანძარი ანადგურებს.ლოს ანჯელესთან მდებარე ქალაქებში – ფესიფიქ ფერედაისში და იტან-კანიონში ხანძარი უკვე შეაფასეს, როგორც შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება. გადამწვარია 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საკუთარი საცხოვრებელი უკვე დატოვა 360 000-მა ადამიანმა. ხანძარმა10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წინასწარი შეფასებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა 135-150 მილიარდ დოლარს აღწევს.

მსგავსი თემები