აშშ-მა 25 მილიონამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრების შეუწყობს ხელს. შტატებმა ასევე დააწესა ფულადი ჯილდო ინფორმაციისთვის ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელიოსა და თავდაცვის მინისტრის, ვლადიმირ პადრინოს დასაკავებლად.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ივლისში ჩატარდა, რომელშიც გამარჯვებულად საარჩევნო ადმინისტრაციამ ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ოპოზიცია ნიკოლას მადუროს გამარჯვებას არ აღიარებს და არჩევნებში გამარჯვებულად თავის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს მიიჩნევს.
არჩევნების შედეგები არ აღიარეს აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ლათინური ამერიკის ზოგიერთმა ქვეყანამ. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც ასობით ადამიანი დააპატიმრეს.