აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციების მსხვილი პაკეტი მიიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც უერთდება, რომელიც ასევე ასანქცირებს ნავთობის ორ უდიდეს რუსულ კომპანიას – “გაზპრომ ნეფტსა” და “სურგუტნეფტეგაზს”.
“შეერთებული შტატები ყოვლისმომცველ ზომებს იღებს რუსეთის შემოსავლის საკვანძო წყაროს წინააღმდეგ, მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და უკანონო ომის დაფინანსებისთვის. ეს გადაწყვეტილება აგრძელებს და აძლიერებს ომის დაწყებიდან ჩვენს მიზანს ჩავშალოთ კრემლის ენერგეტიკული შემოსავლები, მათ შორის “დიდი შვიდეულის” ფასის ზედა ჭერის მეშვეობით, რომელიც 2022 წელს დავამტკიცეთ. დღევანდელი ქმედებით ჩვენ ვზრდით სანქციების რისკს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ნავთობით ვაჭრობასთან, მათ შორის რუსეთის ნავთობის ექსპორტის გადაზიდვასთან და ფინანსურ ფასილიტაციასთან,” – განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა სანქციებთან დაკავშირებით.