“ვერელებისა და ვაკელების მარში”- ამ სლოგანით, მოქალქეები პარლამენტისკენ მიემართებიან. მათ ხელში უჭირავთ ბანერი წარწერით – “მოდის ვაკე და ვერა, ჩვენ გავიმარჯვებთ გვჯერა”. აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ.
მსვლელობაში მონაწილეობას ვაკეში მცხოვრები მოქალაქეების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც იღებენ.
მსვლელობას ასევე, შსს-ს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.