თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია. ადგილზე შეკრებილები არიან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადის და სხვა დაკავებული ცხრა ადამიანის ახლობლები, რომლებიც ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ აქციაზე დაკავებული 11 მოქალაქე პატიმრობაში დატოვა.
ამ წუთებში ხმაური კვლავ გრძელდება სასამართლოს ეზოში. ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული.