უკრაინის არმიამ როსტოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საწყობი დაბომბა

უკრაინის არმიამ რუსეთის როსტოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საწყობი დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდასხმა რაკეტა „ნეპტუნით“ განახორციელა.

გავრცელებული ცნობით, პირველ ეტაპზე უკრაინის უპილოტო თვითმფრინავებმა „გადატვირთეს“ რუსული საჰაერო თავდაცვა, შემდეგ კი „ნეპტუნმა“ დაარტყა ობიექტს. შედეგად კი განადგურდა სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების საწყობი, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ქალაქებსა და ფრონტის ხაზზე დაბომბვის დროს თავდასხმის კორექტირებისთვის.

მსგავსი თემები