თურქეთში, ადიამანის რეგიონში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის შედეგად კიდევ სამი ადამიანია დაშავებული. ექიმების ინფორმაციით, ისინი კლინიკაში მკურნალობას გადიან და მათი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.