,,სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს, იცით რა ქნა?” – მამუკა მდინარაძე

„სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს. იცით რა ქნა? შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, ვიფიქრეთ, ხომ არ წაიღო. მოვიკითხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არა დატოვებულიაო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

,,როგორც ჩანს, ან სათადარიგო ჰქონდა დამზადებული, ან დაბეჭდა პრეზიდენტის შტანდარტი, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის პრეზიდენტი ვარო. საოცრებაა, უკვე უხერხულია მისი კომენტარების და პოზიციონირების შეფასება. თანავუგრძნობ, გულწრფელად, მისი ემოციური მდგომარეობის გამო“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უხერხულია სალომე ზურაბიშვილის კომენტარების შეფასება და თანაუგრძნობს ემოციური მდგომარეობის გამო.

მსგავსი თემები