,,ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. ფული არ გადავუხადეთ და როგორც ჩანს, სტილი შეცვალა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის ,,ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე, ჯო უილსონზე საუბრისას განაცხადა.
„მგონი, ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. ჯო უილსონი არის ერთ-ერთი კომუნიკაბელური ადამიანი წარსულიდან, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილთან იღებდა ფოტოს, დაბეჭდავდა – გამოუგზავნიდა, ხან ნიკა სამხარაძესთან გადაიღებდა ფოტოს, ლობირებას შესთავაზებდა.
როგორც ჩანს, სტილი შეცვალა, ფული არ გადავუხადეთ. არასდროს გვითქვამს, რომ მოდით, ბატონო ჯო, ახლა გადაგიხდით ფულს ლობირებაში. უშუალო და მოსიყვარულე კომუნიკაცია ხშირი იყო ჩვენს მეგობრებს, ლიდერებსა და ბატონ ჯოს შორის. ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიქირავეს „ნაცებმა“, რომ პოზიციონირებს, კონსერვატორი იყო, ტრამპისტს ეძახის საკუთარ თავს. მისი დამოკიდებულება და განცხადებები ტრამპის პოლიტიკას დიდად არ ემთხვევა“, – აღნიშნა მდინარაძემ.