მიგრანტებით სავსე ნავში, რომელიც კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა, გოგონა დაიბადა. ინფორმაციას News.Sky ავრცელებს.
ნავმა 135 საზღვაო მილი გამოიარა. ნავში 14 ქალი და 4 ბავშვი იჯდა. დედა და ახალშობილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დედას და ახალშობილს მიგრანტებისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ ცენტრში გადაიყვანენ.