პოლონეთი ისრაელის პრემიერს არ დააპატიმრებს, თუ ის აუშვიცის ბანაკის გათავისუფლების წლისთავს ეწვევა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ მისი ხელისუფლება არ დააპატიმრებს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, თუ ის აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 80 წლისთავს ეწვევა.

„ჩემთვის ნათელია, რომ ისრაელის სახელმწიფოს თითოეულ წარმომადგენელს ვიზიტის უფლება უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით წლისთავზე. ამიტომაც, პოლონეთის მთავრობა ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფს თავისუფალ და უსაფრთხო გარემოს ამ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის“, – ციტირებს პოლონური მედია პოლონეთის პრემიერის კანცელარიას.

 

მსგავსი თემები