ქუთაისში, ავტოავარიის შედეგად დაღუპულ სალი ყაზაიშვილს მეგობრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. ავარია ნიკეას ქუჩაზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ახალგაზრდა ქალი, რომელიც მსუბუქ ვტომობილს მართავდა ადგილზე დაიღუპა.
„ვაიმე, სალო, ეს რა გავიგე, ჩემო ლამაზო და კეთილო გოგო, არ მჯერა. მშვიდად განისვენე“;
„ჩემო სულით ხორცამდე ლამაზო ბიძაშვილო”;
„ასეთი ადამიანები, ასე ადრიანად არ უნდა ემშვიდობებოდნენ სიცოცხლეს. საშინელებაა“;
„ბავშვობის ნაწილი დასრულდა”;
„დასანანია მიწისთვის, სალომე ყოველთვის თავისი ღიმილით მახსოვს”;
„რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე, რა ვთქვა არ ვიცი, სალო, ჩემო ცქრიალა გოგო, ეს რა დაგემართა, გული დამეწვა, ვერ ვიჯერებ“, – წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, სალი ყაზაიშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.