ლოს-ანჯელესში, ხანძრისგან გამოწვეული ევაკუაციის გამო მიტოვებული სახლები, მათ შორის ცნობილი ადამიანების ვილები, გაძარცვეს. ქურდობის გამო 20-მდე ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ჯერჯერობით ვერ ხერხდება მასშტაბური ხანძრების ლოკალიზება. სიტუაციას ძლიერი ქარი ართულებს. ხანძარმა უკვე იმსხვერპლა, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე.