“მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი”- სალომე ზურაბიშვილი

“ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყანაში. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს იყო „არჩევნების ორგანიზებული მოპარვა“.

“ერთ პატარა, მაგრამ დიდ შესწორებას შევიტანდი თქვენს წარდგენაში – მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი. დღეს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, მმართველი პარტიის პრეტენზიების მიუხედავად ჰყავდეთ ახალი პრეზიდენტი.

რაც შეეხება არჩევნებს, ეს არ არის ორ ძალას ან ორ პარტიას შორის შეჯიბრის საკითხი, როცე ერთი მეორეს არჩევნების მოპარვას აბრალებს. რეალობაში ეს არის არჩევნების ორგანიზებული მოპარვა, რაც ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, კარგად იყო ორგანიზებული. ამის შთაგონება და მხარდაჭერა რუსების მიერ მოხდა, ვინაიდან, ასეთი დახვეწილობა და ასეთი განსხვავებული საშუალებების გამოყენების იმპროვიზაცია უბრალოდ ვერ მოხდებოდა ადგილობრივი ოფიციალური პირების მიერ. ეს რუსეთის ახალი სტრატეგიაა და ამიტომ უნდა გახსოვდეთ საქართველოს შესახებ. ვინაიდან, ის, რაც აქ ხდება, რეალურად რუსეთის ახალი მცდელობაა შექმნას ახალი სტრატეგია პროპაგანდის, განსხვავებული ჩარევების, ფინანსების, სანქციებისთვის გვერდის ავლის და მმართველ პარტიაში თავისი მეგობრებისა და ახლო კავშირების გამოყენებით, რათა ჰქონდეს ჰიბრიდული სტრატეგია. და აქ მათ არჩევნები გამოიყენეს საქართველოში ძალების აღსადგენად, რათა კვლავ მოექცეს ქვეყანა და რეგიონი მისი კონტროლის ქვეშ” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები