9 იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია აბონენტებს დღეში ექვსი საათის განმავლობაში გაეთიშებათ.
,,შეზღუდვები შემოღებულია რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობის გამო და მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას და ენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია ,,ჩერნომორენერგოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის დღეებში მოხსნეს.