“სახელმწიფო არასაკმარისად ეფექტურად მოქმედებს” – გია ჟორჟოლიანი დავით გარეჯზე

“ეს არ არის საკითხი, სადაც, საზოგადოებას ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია შეიძლება ჰქონდეს. ეს არის საკითხი, სადაც ყველას ერთი მოსაზრება აქვს” – ასე აფასებს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს და ხელისუფლების სისუსტეზე მიანიშნებს.

როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სახელმწიფომ პროცესები ბევრად უფრო ეფექტურად უნდა წარმართოს.

“პროცესები ბევრად ეფექტური უნდა იყოს, მათ შორის, მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან. ასევე ინფორმირება საზოგადოების. ეს არ უნდა იყოს ცალკეული ჯგუფების ინტერპრეტაციის თემა. სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან მკაფიო, მათ შორის ყოველდიურად, საჭირო სიხშირით მოსახლეობის ინფორმირება უნდა ხდებოდეს. თუ რაიმე პრობლემა აქვს სახელმწიფოს, მას სჭირდება საზოგადოებრივი თანადგომა და ეს უნდა გამოჩნდეს. ეს არ არის საკითხის სადაც შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს. ეს არის საკითხი, სადაც ყველას ერთი მოსაზრება აქვს და აქ უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო, თუ ის არის ჩვენი ხალხის წარმომადგენელი. ვფიქრობ, სახელმწიფო არასაკმარისად ეფექტურად მოქმედებს ამ მიმართულებით. ცალკეულმა ჯგუფებმა, პარალელურად, ფრთხილად უნდა იაქტიურონ, რომ მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავება და იმ მიმართულებით წაყვანა არ მოჰყვეს, რომელიც არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს. სახელმწიფოს როლი, ფუნქცია უპირატესია” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები