,,ჩინური ვირუსი” საფრთხეს არ წარმოადგენს” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში, წინა კვირას, მეტაპნევმოვირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა.

,,მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს მეტაპნევმოვირუსი გადატანილი აქვს. არანაირი საფუძველი, რომ ეს ვირუსი განვიხილოთ, როგორც მორიგი პანდემიური ვირუსი, არ არსებობს”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, მეტაპნევმოვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და ასევე, იმ ადამიანებში, რომელთაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან ბრონქული ასთმა აქვთ.

რაც შეეხება 5-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მეტაპნევმოვირუსი მხოლოდ გაციების სიმპტომებით ვლინდება.

მსგავსი თემები