თურქულ კლუბს „ლევანტედან“ – გიორგი ქოჩორაშვილის, ხოლო „ლიონიდან“ ტოლისოს დამატება სურს. ინფორმაციას Takagazete ავრცელებს.
„შუალედურ სატრანსფერო პერიოდში „ტრაბზონსპორი“ ნახევარმცველებს ეძებს. გუნდი ცდილობს „ლიონიდან“ ფრანგი ვარსკვლავის, კორენტინ ტოლისოს დამატებას. თუმცა სიაში ახალი სახელიც გამოჩნდა – „ტრაბზონსპორში“ გადმოსვლის კანდიდატი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც ლა ლიგა 2-ის „ლევანტეში“ თამაშობს.
„ლევანტესთან“ ქოჩორაშვილის კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, ხოლო ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს. „ტრაბზონსპორი“ ესპანური კლუბის ფინანსური მოთხოვნებით უკვე დაინტერესდა“ – ამტკიცებს გამოცემა Takagazete.