შსს 400-მდე სტუდენტს დაასაქმებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა, საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფორუმი პირველად 2016 წელს ჩაატარა, რის შედეგადაც დასაქმებული სტუდენტები სამინისტროში დღესაც მუშაობენ.

 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძეს განცხადებით, სტაჟირებები ახალგაზრდებისთვის, ანაზღაურებად იქნება.

“გვინდა, მეტად მივაწოდოთ ახალგაზრდებს ხმა, თუ დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენთან. დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი გვაქვს როგორც საპოლიციო, ისე არასაპოლიციო პოზიციები, რეალური ვაკანსიები, სტაჟირებები და ეს სტაჟირებაც, რეალურად, არის გზა, რომ შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხვდეთ. იურისტებს, ალბათ, განსაკუთრებულად დააინტერესებთ გამომძიებლის სტაჟირების პროგრამა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დავნერგეთ და აღსანიშნავია, რომ ეს სტაჟირება ანაზღაურებადია. ასე რომ, ეს არის რეალური ვაკანსიები მათთვის, ვისაც ჩვენს სისტემაში უნდა მუშაობა”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნინო ჯავახაძემ.

მსგავსი თემები