საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა, მიკროავტობუსებითაც იქნება შესაძლებელი

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძეს განცხადებით, საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა მეტროსა და ავტობუსის გარდა, მიკროავტობუსებითაც იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, რეფორმა, ახალი სისტემით მუშაობას დაახლოებით 2021 წლის ზაფხულში დაიწყებს.​

„ავტობუსებსა და მეტროში არის ინტეგრირებული გადახდის სისტემა, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად, მგზავრმა ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათნახევარი გადაჯდომის შემთხვევაში, მეტროში აღარ იხდის მგზავრი. საათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება ასევე მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა, ტრანსპორტის გაძვირებას არ გამოიწვვს.

“შემიძლია გითხრათ ერთადერთი რამ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს რა თანხაც იკრიბება მგზავრებიდან, იგივე თანხა მოიკრიბება მომავალშიც, არ მოხდება უფრო მეტი თანხის ამოღება მგზავრებიდან, ვიდრე ეს ხდება დღეს. მოხდება შეწონილი ტარიფის განსაზღვრა, რომელზეც ჯერ არავინ არ ვართ მზად, რომ ვთქვათ, რა მოუვა ამ ციფრებს,”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მსგავსი თემები