შემწვარი მორიელები, ციკადა, მუხლუხოები, კალიები და აბრეშუმის ჭია ჩინეთში ეგზოტიკურ კერძებად ითვლება. ვნახოთ როგორი გემო აქვს თითოეულ მათგანს.
კალიები – როგორი გემო აქვს დაბრაწულ კალიებს? ის არის ხრაშუნა, უნდა კარგი ღეჭვა და არის ხორცის ტექსტურის. დაბრაწულ კალიებს ხის შამფურზე ტურისტულ უბნებში თითქმის ყველგან ნახავთ, ის ერთგვარ ეგზოტიკურ კერძად ითვლება, თუმცა, ყველას არ შეუძლია მისი ჭამა.
ის არის პროტეინების წყარო. 100 გრამი კალია დაახლოებით 10-დან 35 გრამ პროტეინს შეიცავს.
რაც შეეხება ციკადებს, მისი გემო ქათმისას ჩამოგავს. ისიც ხრაშუნაა. ისიც მდიდარია პროტეინებით.
აბრეშუმის ჭია კი უფრო უცნაური საჭმელია. მისი მირთმევის შემდეგ, პირში უცნაური გემო რჩება, თითქოს გაფუჭებული კერძი მიირთვით. აბრეშუმის ჭიას არომატი არც აქვს, თუმცა, მისი ტექსტურა განსხვავებულია.
მორიელი – მისი გემო საქონლის ხორცისას წააგავს. ცოტა თევზის გემოშიც კი გადადის. მომზადებისას შხამები ნადგურდება ამიტომ, ის უსაფრთხოა. მორიელებს შამფურზე ათავსებენ, და შემდეგ ადუღებულ ზეთში იბრაწება. მორიელის ყველა ნაწილი საკვებად ვარგისია, მაგრამ ხისტი ქინძისთავების მსგავსი წამონაზარდი და შხამის ბოლქვები უნდა მოშორდეს.