,,საქართველოსა და რუმინეთში არჩევნების მანიპულირება აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატიის სწორი ფუნქციონირება არასოდეს არ არის გარანტირებული”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საახალწლო მილოცვაში.
,,ომები უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთში არ არის შორეული კონფლიქტები. პირდაპირ გვეხება და ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ერთიანობას, ჩვენს ეკონომიკას. სირიის უახლესი მოვლენები, მოლდოვაში არჩევნების მანიპულირება, საქართველოსა და რუმინეთში არჩევნების მანიპულირება, ტერორისტული თავდასხმები ევროპაში და ჩვენს სამეზობლოში აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატიის სწორი ფუნქციონირება არასოდეს არ არის გარანტირებული”, – განაცხადა მაკრონმა.