გოჭი, ინდაური, ქათამი – საახალწლო ფასები ზუგდიდის ბაზარში  (ფოტორეპორტაჟი)

ახალი წლის დადგომამდე ბაზრებსა თუ ქუჩის სავაჭრო სივრცეებში მყიდველებისა და გამყიდველების სიმრავლეა. გოჭი, ქათამი, ინდაური, იხვი – ყველანაირ მდგომარეობაში იყიდება, ცოცხალიც და ნედლიც.

სუპერმარკეტებისგან განსხვავებით, ბაზარში ფასი ოდნავ დაბალია, თუმცა, ვნახოთ რა როგორია საახალწლო ფასები ზუგდიდის ბაზარში და რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა.

ცოცხალი ინდაური – 80-დან 150 ლარამდე;

ცოცხალი გოჭი – 100-დან იწყება და 250-ლარამდე;

ცოცხალი ქათამი – 18-დან 35 ლარი;

საქონლის ხორცი 20-25 ლარი;

ჭყინტი ყველი 19-20 ლარი;

სულგუნი 25-26 ლარი;

ჩირი და ტყლაპი  5-დან 30-მდე;

ჩურჩხელა 1.5 – 3 ლარი;

ყურძენი – 6 ლარი, ბანანი – 5 ლარი, ვაშლი 2-5 ლარი;

მანდარინი – 1.5 -2 ლარი;  ფორთოხალი – 4 ლარი;

ახალი წლის სიმბოლო –  ჩიჩილაკი 5-დან 150 ლარამდე, სიდიდის მიხედვით.

ჩამოთვლილი პროდუქტების შესაბამისად, ოჯახს წელს ზუგდიდის ბაზარში საახალწლო სამზადისი საშუალოდ 350-დან 800 ლარის ჩათვლით დაუჯდება.

გამყიდველების უმრავლესობა მყიდველის ნაკლებობაზე საუბრობს. როგორც აღნიშნეს, წელს პროდუქტის გაყიდვა განსაკუთრებით გაუჭირდათ.

„ადრე პარლამენტარები მოდიოდნენ, ფასს არც გვეკითხებოდნენ ისე მიყავდათ, გოჭი და ინდაური. წელს მყიდველი არავინაა. სოფლის პროდუქტი სავსეა და გასაღება არაა“ – გვეუბნებიან გამყიდველები. თავის მხრივ, მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც სადღესასწაულოდ ბაზრის ტერიტორიას სტუმრობდნენ, აღნიშნავენ, რომ ფასებმა საგრძნობლად იმატა, რის გამოც წელს მათი საახალწლო სუფრა სრულყოფილი ვერ იქნება.

თათია როგავა

მსგავსი თემები