პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება მიმდინარეობს. ყაველაშვილი ფიცს ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადებს. ის ინაუგურაციაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
სასახლეში, ასევე, საინაუგურაციო ღონისძიებაზე დასასწრებად მივიდა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.