გიორგი მამარდაშვილი წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს 2024 წლის კაცი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. ნომინაციის გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ საღამო GFF Awards-ზე სასტუმრო „პულმანში“ დაასახელეს. ნომინაციაშიყვნენ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნომინაციაში გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა. ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ:

ვეტერანი ფეხბურთელები – 38 ხმა; ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – 27 ხმა; საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება – 11 ხმა; სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია – 20 ხმა.

მსგავსი თემები