თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი

დღეს, 27 დეკემბერს, თბილისში რამდენიმე აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი. დღის ბოლოს კი მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

აქციების განრიგი:

13:00 – გაფიცვა;
13:00 – IT/TECH პროტესტი – რესპუბლიკის მოედანი;
14:00 – შემოქმედების მარში თავისუფლებისთვის – ვაკის პარკი;
15:00 – სანამ რეჟიმი ყველას გაგვყინავს – გაყინე სესხი! – ახალი თეატრი (ყოფილი “რკინიგზელთა სახლი”);
15:00 – ეკო ტრანსპორტის მსვლელობა თბილისი – რესპუბლიკის მოედანი, ბათუმი – ევროპის მოედანი, ქუთაისი – მესხიშვილის თეატრი;
17:00 – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მარში – რესპუბლიკის მოედანი;
18:00 – მომავალი ჟურნალისტების მარში – საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა (კოსტავას 68);
19:00 – დღის ეთერი ხალხს! – საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა (კოსტავას 68);
19:00 – ფსიქოლოგების მარში – ილიაუნის A კორპუსი (ჭავჭავაძის 32);
19:00 – მუსიკოსების მარში – ფილარმონია;
19:00 – გერმანიაში კურსდამთავრებულთა მარში – გერმანიის საელჩო;
20:00 – მწვანე სკოლის კურსდამთავრებულთა მარში – ფილარმონია;
20:00 – მარში საინგილოდან, ისტორიული ჰერეთიდან – ფილარმონია;
22:00 – პარაკლისი უდანაშაულო პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის – ილიას და აკაკის ძეგლი.

 

მსგავსი თემები