პრემიერის განცხადებით, ბიზნესი ასე ღრმად არ უნდა შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში

„როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში“, –  აცხადებს ირაკლი კობახიძე,

მთავრობის მეთაურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწვეული იყო შეუზღუდავად ყველა ბიზნესმენი, მათ შორის ისინიც, ვინც „შეუერთდა გაუგებარ განცხადებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით“.

„ზოგადად, არ შეიძლება, ბიზნესი ასე ღრმად შედიოდეს პოლიტიკაში. როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში. ეს არის პრინციპები, რომელიც ყველა ქვეყანაშ მოქმედებს, თუმცა, როდესაც იწერება მაიდნის სცენარები, იქ ეს პრინციპებიც აღარ მოქმედებს, იმიტომ, რომ ნებისმიერი სისტემა უნდა ჩამოშალონ, ეს არის ჩვენი არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთ ამოცანა, რომ მოიშალოს ყველა პრინციპი სახელმწიფოში, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ვინ როგორი კმაყოფილი დარჩა, ამაზე სჯობს, თავად ბიზნესმენებმა ისაუბრონ, ისინი იყვნენ შეხვედრის მეორე მხარე. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენ გვქონდა საშუალება, მოსაზრებები გაგვეცვალა, ასევე დაისვა კითხვები, რომლებსაც ვუპასუხეთ. მათ შორის იყო კრიტიკული კითხვები კონკრეტულად ამ ბიზნესმენების მხრიდან. ეს დისკუსია თავისთავად საინტერესო იყო. ყველამ მოისმინა კითხვა-პასუხი და მგონია, რომ ამ ბიზნესმენების უდიდეს უმრავლესობას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, რაც შეიძლება, ადამიანს აწუხებდეს, როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ზოგადად სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. ყველას დავპირდი, რომ აუცილებლად უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა, მშვიდობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

მსგავსი თემები