,,რუსეთის შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკაში, განადგურებულია დრონების საწყობი. ოკუპანტებისთვის მიყენებული ზარალის ჯამური ოდენობა 16 მილიონი დოლარია”, – ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.
,,განადგურდა საწყობი, სადაც ინახებოდა შაჰედ-136 ტიპის კამიკაძე დრონების ნაწილები, რომლებსაც აგრესორი უკრაინაზე თავდასხმებისთვის იყენებს. იქ გაჩნდა ხანძარი, დაიწვა უპილოტო საფრენი აპარატის წარმოების აღჭურვილობა. აგრესორმა 16 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა”, – ნათქვამია განცხადებაში.