ეს შანქსის პროვინციაა, უძველესი სოფელი ჭანგპი. ის ითვლება იშვიათ, კარგად შემონახულ მინიატურული ციხედ, სამხედრო და საცხოვრებელ სოფლად, რომელიც ასევე შემკულია ძვირფასი ისტორიული ადგილებით.
ჭანგპი, უძველესი ციხესიმაგრე მიწის ქვეშ ლაბირინთებს მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მიწისქვეშა სამყარო გვირაბების ქსელით. ეს არის უძველესი მრავალფუნქციური ციხე. ეს ფარული მიწისქვეშა გვირაბები რეალურად წარმოადგენს ჭანგპი უძველესი სოფლის თავდაცვის სისტემას.
უძველესი ციხე ამაყობს დიდი რაოდენობით კულტურული რელიკვიებითა და ისტორიული ადგილებით, რომლებიც დიდი ღირებულების მქონეა როგორც აკადემიური კვლევისთვის, ასევე ტურიზმისთვის. აქ ნახავთ სხვადასხვა დინასტიის სამარხებს, საცხოვრებელს, საგვარეულო ტაძრებს და ულამაზეს, ფერად, გამაოგნებელ მოჭიქურ ტაბლეტებს.
უძველესი ციხე ჭანგპი ზღვის დონიდან 1040 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ძველი ქალაქი მოიცავს 120 000 კვადრატულ მეტრს და აკრავს 1300 მეტრი სიგრძის ქალაქის კედელი.
გვირაბის სისტემა დაყოფილია 3 ფენად. ზედა ფენა მიწიდან მხოლოდ 1 მეტრის სიღრმეა, შუა 8-დან 10 მეტრამდე სიღრმეა, ქვედა კი 17-დან 20 მეტრამდე. გვირაბებში ნახავთ ღუმელებს, გამოქვაბულებს, არაერთ ჭას, წყალდიდობისგან თავდასაცავ ობიექტებს.
განსაკუთრებით საოცარი სანახავია არაჩვეულებრივი ფერები, ორნამენტები და ფიგურები, რომლებიც გამოკვეთილი და ამოტვიფრულია ამ უძველეს ნაგებობებზე.
ეკა გულუა ჩინეთიდან