“მოიმიზეზო კობახიძე და მისი დალალები და ამ მოტივით კონსულტაციებში არ ჩაერთო, პოლიტიკური ბავშვობაა” – მამუკა კაციტაძე

“არის მოსაზრება, რომ თუ “ქართული ოცნებიდან” საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფში პირობითად, ჯდება ირაკლი კობახიძე, მაშინ ჩვენ იმ მაგიდასთან არ დავჯდებით. ამგვარი მიდგომა ყმაწვილობაც კი არ არის, პოლიტიკური ბავშვობაა” – ეს განცხადება მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა და იმ პოლიტიკურ სუბიექტებს გამოეხმაურა, რომლებიც პროცესებს არარეალური მიზეზებით ემიჯნებიან.

“როცა სასწორზე დევს ისეთი მნიშვნლოვანი საკითხი, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ამ დროს მოიმიზეზო კობახიძე და მისი დალალები, რომ მე მაგიდასთან არ დავჯდებიო, ეს არის სასაცილო. ეს არის ხელისუფლებისთვის საბაბის მიცემა, რომ აღნიშნული პროცესი აჭრას. თუ ლაპარაკია კომფორტზე, პოლიტიკა არ გახლავთ კომფორტის ადგილი. სიამოვნებისთვის არ იქმნება ეს თემები. ასეთი მოლაპარაკებები იქმნება საჭიროებისთვის და უნდა კობახიძეს წარმოადგენინონ კანონპროექტი და ვისაც უნდა იმას წარმოადგენინონ. რა თქმა უნდა, გავრილოვის სავარძელში ჩამსმელი კობახიძე შეიძლება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ თუ ღმერთი გწამთ, ამაზე გამოვეკიდოთ სიტუაციას და ასეთი მნიშვნელოვნია საკითხი ჩავაგდოთ?” – განაცხადა მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები