„ხორუმით ევროპისკენ“ – პარლამენტისკენ ცეკვით მიემართებიან (video)

ფილარმონიასთან შეკრებილი მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით ოპერასთან მივიდნენ. მათ ბანერი წარწერით – „ხორუმით ევროპისკენ“ ჰქონდათ გაშლილი. მოცეკვავეები პარლამენტისკენ გაემართებიან.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობდა. მარში გამართეს ქვეყნის თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენლებმა. ისინი საბოლოო ჯამში მსვლელობებით პარლამენტთან შეიკრიბებიან.

დემონსტრანტები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მსგავსი თემები