ხორვატიის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად შვიდი წლის ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. მედიის ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი,19 წლის ახალგაზრდა და სკოლის ყოფილი მოსწავლეა. ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ზრდასრული და ხუთი ბავშვი სხვადასხვა ჭრილობით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.