სათხეს სამონასტრო კომპლექსში ორი წარწერიანი საფლავის ქვა აღმოაჩინეს (ფოტო)

სათხეს სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩნდა ორი საფლავის ქვა, რომელზეც წარწერებია დატანილი, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე „ფეისბუქზე“ წერს.

ანთიძის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, წარწერაში მოხსენიებულია მე-17 საუკუნეში ტაძრის რესტავრატორი, ზურაბიშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი​ აცხადებს, რომ სპეციალისტები სრულფასოვან კვლევას აღნიშნულ საკითხზე მალე გამოაქვეყნებენ.

მსგავსი თემები