,,ევროპული კომისია საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადებით გამოვა”, – განაცხადა ,,რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა.
,,ევროკავშირის ფინალური სამიტის პრესკონფერენციაზე კოსტას, ორბანისა და ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით, საქართველოზე არ უსაუბრიათ. ხვალ ევროპული კომისია წინადადებით გამოვა საქართველოს დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“, – დაწერა იოზვიაკმა X-ზე ევროპული საბჭოს გუშინდელი სამიტის დასრულების შემდეგ.