“ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ”- ევროკომისარი

“ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ” – წერს ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

კუბილიუსუს განცხადებით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ყურადღებით მოუსმინა.

„დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ყურადღებით მოვუსმინე. ჩვენ ქართველ ხალხსა და საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ“ – წერს ანდრიუს კუბილიუსი.

 

მსგავსი თემები