“საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წითელი ხაზია”- ფიცო

სლოვაკეტის პრემიერ-მინსტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული ვითარება ობიექტურად უნდა შეფასდეს. ამის შესახებ, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას განაცახდა.

“ჩვენ მოვუწოდებთ, საქართველოში არსებული სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია” – განაცხადა რობერტ ფიცომ.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას.

მსგავსი თემები