ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის განახლება ხელს შეუწყობს ბელარუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებით განხორციელებას და ახალ მიღწევებს სამშობლოს საკეთილდღეოდ“ – მიმართა ყაველაშვილს ლუკაშენკამ.