საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა. მას ჟურნალისტებმა ნაძვის ხის განათების ღონისძიების გადადებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არანაირი პროვოკაცია არ იქნება.
“ჭირში და ლხინში ერთად ვართ, ერთად ვზეიმობთ. ყველაფერში ერთად ვართ, ყველა წყნარად იყოს, არაფერი არ მოხდება. ყველანი ერთად ვიქნებით. არაფერი პროვოკაცია არ იქნება”- განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოქალაქეების შეძახილებს პრეზიდენტმა ასე უპასუხა: არც სალომე… სალომე და არც მადლობა… მადლობა“ .
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთება არ შედგება.