ბიძინა ივანიშვილი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად ამოქმედდა საქართველოს ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები.

დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც დააბრუნებს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას კონსტიტუციის ფარგლებში და ამასთანავე, ითამაშებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი საზოგადოების გაერთიანებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – აღნიშნულია ივანიშვილის მილოცვაში, რომელსაც პარტია ავრცელებს.

 

მსგავსი თემები