საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთება არ შედგება. გადაწყვეტილება თბილისის მერმა შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და პროტესტის გამო მიიღო, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იმართება.
“რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ბავშვებს ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია“, – განაცხადა კალაძემ.