“ბრაზი სიმშვიდით შევცვალოთ და ზიზღი-კეთილგანწყობით”- დიმიტრი ხუნდაძე

“რადიკალიზმი სიკეთეს ვერ მოიტანს და ის დროულად უნდა შეჩერდეს. ქუჩაში მუდმივი აურზაური, ძალადობა, ბულინგი, შეურაცხყოფა და “მივარდნები” არ არის დასავლური სტანდარტი”- წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძე საზოაგადოებას მოუწოდებს, რომ ბრაზი სიმშვიდისკენ შეცვალონ.

“უმცირესობის უმრავლესობად წარმოჩენა დემოკრატიას ფუნდამენტურად აზიანებს და საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა მის განადგურებამდე, ფაშიზმის მაჩვენებელია, ეკლესიაზე თავდასხმა კი – საბჭოური გადმონაშთი. სამწუხაროდ ამის ჩამდენი ხალხი იჩემებს “დასავლურობას” და სხვას “რუსეთუმეობას” აბრალებს.

დროა სამშობლოს სიყვარულს ჩამოვაცილოთ პოლიტიკური კეკლუციც და ბრმად ვიღაცის მიდევნებაც. ბრაზი სიმშვიდით შევცვალოთ და ზიზღი-კეთილგანწყობით.

დღეს თბილისის შუაგულში საახალწლო ნაძვისხე აინთება და ოჯახებიც იწყებენ საზეიმო სამზადისს. მოვახერხოთ და ერთმანეთს გამარჯობა ვუთხრათ და მშვიდობით დავშორდეთ”- წერს ხუნდაძე.

 

მსგავსი თემები