“შენდობას ვითხოვ, გუშინ თუ წყობიდან გამოვედი“ – დეკანოზი შალვა კეკელია

“მინდა, კიდევ ერთხელ, შენდობა ვითხოვო, გუშინ თუ წყობიდან გამოვედი, თუ ხმამაღლა ვილაპარაკე, ჩვენც ადამიანები ვართ და მთელი ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ შეურაცხყოფას ვიღებ”- წერს დეკანოზი შალვა კეკელია, სოციალურ ქსელში და 13 დეკემბერს  ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში მომხდარ ფაქტს  ეხმაურება.

“მინდა, კიდევ ერთხელ, შენდობა ვითხოვო, გუშინ თუ წყობიდან გამოვედი, თუ ხმამაღლა ვილაპარაკე, ჩვენც ადამიანები ვართ და მთელი ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ შეურაცხყოფას ვიღებ. მე ვალდებული ვარ, რომ მოვითმინო ყველა შეურაცხყოფა, მაგრამ ჩემთვის არის რაღაც წითელი ხაზები, როდესაც ადამიანს ქვეყნის მოღალატეს ეძახი, რუსეთუმეს, და ასეთ რამეებს, რაც ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, ასეთი რამ ჩემთვის არის მიუღებელი და მე ამას ვერასდროს ვერ მივიღებ. ეს აზრი ჩემთვის არის მიუღებელი და წარმოუდგენელია მე ამას ოდესმე დავეთანხმო, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, იცოდეთ, სიტყვა მოღალატე რას ნიშნავს და რამდენად მწარეა ეს ადამიანისთვის”- წერს დეკანოზი.

გარდა ამის, დეკანოზი შალვა კეკელია წერს, რომ  ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.

13 დეკემბერს, სიტყვიერი დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და მამა შალვა კეკელიას შორის. დეკანოზმა განაცხადა, რომ მომიტინგეები ტაძარში მიუვარდნენ.

 

მსგავსი თემები