„არ მგონია, რომ საქართველოში ვინმე აირჩიეს“- ასე ეხმაურება გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის ფაქტს.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს „რაღაცა დაჯგუფებამ ჩაატარა რიტუალი“
„არ მგონია, რომ საქართველოში ვინმე აირჩიეს. რაღაცა დაჯგუფებამ, რომლესაც მთელი მსოფილო დაჯგუფებას ეძახის, ანუ „ქართულმა ოცნებამ“, არც საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობა, არც იმ ადამიანებმა, ვინც მთავრობას ეძახის თავის თავს, არამედ რაღაცა დაჯგუფებამ ჩაატარა, რაღაც რიტუალი შენობაში და ადამიანს დაარქვა სახელი, რომ ის არის მათთვის პრეზიდენტი“- განაცხადა მარგველაშვილმა.