საქართველოში ვიზიტად მყოფი სხვადასხვა ქვეყნის ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. ისინი პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ. აქციის მონაწილეები მათ ტაშით შეხვდნენ.
საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა. კერძოდ, საქართველოში იმყოფებიან ევროპარლამენტარები: რასა იუკნევიჩიენე, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი მიჰალ ჩერბა, „განაახლე ევროპის“ ორი წევრი საფრანგეთიდან – ნატალი ლუაზო და ბერნარდ გეტა, „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრი ტობიას კრემერი, „მწვანეების“ წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან რაინიე ვან ლანშოტი.