მონაზონი სიდონია (ხუხუნაიშვილი) გარდაიცვალა

მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი სიდონია (ხუხუნაიშვილი) გარდაიცვალა. მონაზონ სიდონიას 14 დეკემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.

“ღვთივ განისვენა და ცათა სასუფეველს შეერთო სამთავროს მონასტრის მონოზონი სიდონია (ხუხუნაიშვილი). ერში ღვაწლმოსილმა პედაგოგმა (მცხეთის სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი), რომლის ხელშიც მრავალმა თაობამ გამოიარა, მონოზვნად შედგომა საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში გადაწყვიტა, თუმცა ამის მიუხედავად ენერგიულად განაგრძო სამონასტრო საქმიანობა. თავისი პროფესიიდან გამომდინარე განსაკუთრებით უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან საუბარი, ამიტომ დიდი პასუხისმგებლოებით ასრულებდა მონასტრის მუზეუმში გიდის მორჩილებას. ხშირად გადაუღიათ ფილმებშიც, სადაც სამთავროს მონასტრის ისტორიისა და აქ მოღვაწე წმიდანების შესახებ საუბრობდა”- ნათქვამია მონაზვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები