“მინდა, გავიმეორო სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველებისადმი და გამოგვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გავქვს ახალგაზრდების რეპრესიებისადმი” – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონლად ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან ევროპაში საარჩევნო პროცესზე განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებზე ისაუბრა. მაგალითად მან საქართველო, მოდლოვა და რუმინეთი მოიყვანა.
„საქართველო გახდა მკაფიო თავდასხმის, მანიპულაციების მსხვერპლი. მე მინდა, გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველებისადმი და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გავქვს ახალგაზრდების რეპრესიებისადმი, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებებისადმი და არსებითად ევროპული გზის ღალატისადმი, რაც არჩევნების შემდეგ მაშინვე მოხდა და ფუნდამენტურად, სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც უთხრეს ამომრჩევლებს კამპანიის დროს“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.