თუ არასრულწლოვანი პოლიციელს არ დაემორჩილება, მშობელი დაჯარიმდება

არასრულწლოვანის მიერ სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მშობლის დაჯარიმებას გამოიწვევს. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდეა.

მმართველმა გუნდმა ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ მუხლშიც შეიტანა, რომელიც მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობას შეეხება.

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. მას 13 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

მსგავსი თემები