პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე

პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე. თუკი ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ამჟამად 1 000 ლარიან ჯარიმას იწვევს, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად , სამართალდარმღვევი პირი გარდა იმისა, რომ 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, 1 წლის ვადით მართვის უფლებაც შეუჩერდება.

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. მას 13 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

მსგავსი თემები